ჟურნალისტების კოლექტიური ჩაის კრეფა გურიის პლანტაციებში
ჩაის მწარმოებელ კომპანია "გურიელს" მწვანე და შავი ჩაი ლაითურსა და ნარუჯაში მდებარე 900 ჰექტარ პლანტაციებში მოჰყავს.
პლანტაციებში ინდოჩინური და ქსენია ბახტაძის მიერ გამოყვანილი კულტივირებული ჩაის ბუჩქებია გაშენებული. დაუღალავი შრომის შედეგი მიღწეულია და საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქართული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც გადის.
კომპანია გურიელის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა ჩაის საკრეფად თბილისიდან გურიაში ჟურნალისტების ჯგუფი წაიყვანა.
ჟურნალისტების მიერ მოკრეფილი ჩაის ნედლეული იმავე დღეს ოზურგეთის ჩაის ფაბრიკაში იქნა გადატანილი. თანამედროვე ტექნიკით აწყობილ საწარმოში ჩაის ფოთოლი დამუშავდება და მალე ჟურნალისტების სახელ-გვარებით დამშვენებულ კოლოფებში დაფასოვდება.