loader

"უბედური შემთხვევა მოხდა, დენმა დაარტყა" - სკოლა-ლიცეუმი "ფესვები" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უბედური შემთხვევა მოხდა, დენმა დაარტყა" - სკოლა-ლიცეუმი "ფესვები" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი "ფესვები" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"გლოვობს "ფესვები"... უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, უპატიოსნესი, საუკეთესო და ღვთისმმოსავი, ირაკლი ქარაია.

უფალმა მიიბაროს მისი სპეტაკი სული, დაუმკვიდროს მარადიული ცათა სასუფეველი... ვგლოვობთ, სულით ხორცამდე ვგლოვობთ.." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ქარაია დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

"შენნაირი ადამიანები უდროოდ არუნდა გვტოვებდნენ...

უბედური შემთხვევა მოხდა. დენმა დაარტყა...

რა უსამართლობააა...

შენთან სიკვდილს რა უნდოდა … წარმოუდგენელი სისასტიკეა.. როგორ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან გამორჩეული ახალგაზრდები"- წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.