"მშვიდობით უწმინდესო!" - როგორ ემშვიდობება თინა ხიდაშელი პატრიარქს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პატრიარქს ემშვიდობება.
"მშვიდობით უწმინდესო! მადლობა რომ გარდაცვალების შემდეგაც უდიდესი მისია იკისრე და ერთად დგომა, ერთად ლოცვა, თანაცხოვრება და თანადგომა კიდევ ერთხელ შეგვაძლებინე!
იქნებ ხვალიდან ამ დღეებში განცდილმა ერთიანობის დიდებულებამ დათრგუნოს ის უდიდესი სიძულვილი, აუტანლობა, ზიზღი, რომელიც წალეკვით გვემუქრება" - წერს თინა ხიდაშელი.