კიევში პატრიარქი ფილარეტი დაკრძალეს - კადრები სამგლოვიარო ცერემონიიდან
კიევში პატრიარქ ფილარეტის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა — იერარქი მისი ანდერძის შესაბამისად ვლადიმირის საკათედრო ტაძრის კრიპტაში დაასვენეს.
ცერემონიას წინ უძღოდა პანაშვიდი მიხაილოვის ოქროსგუმბათიან მონასტერში, რომელსაც მიტროპოლიტი ეპიფანე ხელმძღვანელობდა. პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ასობით ადამიანი მივიდა.
შემდეგ სამგლოვიარო მსვლელობა სოფიის მოედნის გავლით ტაძრისკენ გაემართა, სადაც წესის აგება დასრულდა და დაკრძალვა გაიმართა.
პროცესში მონაწილეობდნენ ათასობით სასულიერო პირი და მრევლი.
ვიდეო" "რადიო თავისუფლება"