loader

პატრიარქს პირადი დაცვის თანამშრომლები უკანასკნელად დაემშვიდობნენ - ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქს პირადი დაცვის თანამშრომლები უკანასკნელად დაემშვიდობნენ - ემოციური კადრები

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვამ­დე, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში დას­ვე­ნე­ბი­სას, აღევ­ლი­ნა უნე­ტა­რე­სის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი.

პატ­რი­არ­ქი სა­მე­ბის ტაძ­რი­დან სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის­კენ მსვლე­ლო­ბით გა­და­ას­ვე­ნეს. “გვიყ­ვარ­ხარ პატ­რი­არ­ქო“ - სწო­რედ ამ შე­ძა­ხი­ლე­ბის და ტა­შის ფონ­ზე გა­მო­ას­ვე­ნეს პატ­რი­არ­ქი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან. სა­მე­ბი­დან სი­ო­ნის ტაძ­რის მთელ პე­რი­მეტრზე გან­ლა­გე­ბუ­ლი იყ­ვნენ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი ეჭი­რათ.

სამ­გლო­ვი­ა­რო მსვლე­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ილია მე­ო­რე 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. 18 მარ­ტი­დან სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მისი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. უწ­მინ­დე­სის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ მი­ა­გო. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ძარ­თან იმ ადა­მი­ან­თა ნა­კა­დი, რო­მელ­თაც პატ­რი­არ­ქთან დამ­შვი­დო­ბე­ბა სურ­დათ, უწყვე­ტად, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს ტა­ძარ­ში შე­სას­ვლე­ლად ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ან რიგ­ში უწევ­და დგო­მა. არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა სა­მე­ბის ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­თა გრძე­ლი რი­გის გამო, ღა­მეც გა­ა­თე­ნა.

დღეს დი­ლი­დან სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვა აღევ­ლი­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო მუ­ჯირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად აღას­რუ­ლა. წე­სის აგე­ბის მსა­ხუ­რე­ბა კი რო­მის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა, ყოვ­ლა­დუ­წ­მინ­დეს­მა ბარ­თლო­მე­ოს პირ­ველ­მა მიტ­რო­პო­ლიტ ში­ოს­თან და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლა.

ილია II სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრად 1977 წელს აირ­ჩი­ეს.