loader

კადრები სიონის ტაძრიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სიონის ტაძრიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს იხდიან, რომელიც 40 დღის განმავლობაში აღევლინება.

მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლია. გარდა ამისა, ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.

ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.