"ოცნების" პარტმუშაკი, შალვა კეკელია პატრიარქს ისე "გულწრფელად" გლოვობს, რომ პროტესტისთვის მოიცალა და ქადაგებაში კიცხავს - "მამა მოგიკვდათ და უწყვეტობისთვის იცლითო!" - თამარ ჩერგოლეიშვილი მამა შალვა კეკელიას ამბიონიდან გაკეთებულ განცხადებას პასუხობს
"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მამა შალვა კეკელიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თბილისში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დროებით უნდა შეწყვეტილიყო.
"ოცნების პარტმუშაკი, შალვა კეკელია პატრიარქს ისე "გულწრფელად" გლოვობს, რომ პროტესტისთვის მოიცალა და ქადაგებაში კიცხავს - "მამა მოგიკვდათ და უწყვეტობისთვის იცლითო!!!!". თქვენ რატომაც იცლით პარტმუშაკო კეკელიავ პროტესტისთვის გლოვაში, ზუსტად იმიტომ არ წყდება პროტესტი გლოვაში - ჩაუღრმავდით და მიხვდებით. რაც შეეხება გარდაცვალების გამოყენებას პარტიული მიზნებისთვის, ბანალური უგემოვნებობა და უზნეობაა და არც შევეხები აქ," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი