loader

ნიკა გვარამია დღეს სიონის ტაძარში მეუფე შიოს ქადაგების დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია დღეს სიონის ტაძარში მეუფე შიოს ქადაგების დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტს ეხმაურება

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დღეს სიონის ტაძარში მეუფე შიოს ქადაგების დასრულების შემდეგ მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

"აი, ამიტომ არ უშვებენ ხალხს აღარც ტაძარში და აღარც სხვაგან, სადაც თვითონ არიან.

არ დაედგომებათ საზოგადოებაში: ყველასგან გარიყულნი, ყველას ზიზღის ობიექტები, მუდმივად საჭმელში ჩაფურთხების ეჭვებში.

და ისეთმა "ქოცმა" მიაძახა ეს, იმის იქეთ რომ აღარაფერია" - წერს გვარამია.

"შენდობას ვითხოვ მეუფეო, დროა, ხელისუფლებამ პასუხი აგოს..." - ეს შეძახილი გაისმა მოულოდნელად სიონის ტაძარში მაშინ, როცა მეუფე შიომ ქადაგება დაასრულა.

სიონის საპატრიარქო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები იმყოფებოდნენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ პარაკლისი და პანაშვიდი აღავლინა.