loader

"კარგით რა, საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას" - რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგით რა, საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას" - რას ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა: "მოეშვან პატრიარქის არჩევნებს".

"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია. საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას", - უპასუხა ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეუფე ესაიამ [ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი] კანდიდატურა მეუფე შიოს [საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე] სასარგებლოდ მოხსნა.