ვინ არის საქართველოში ყველაზე მდიდარი ქალი? - Forbes Georgia-ს შედგენილ 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში 12 ქალბატონი მოხვდა
Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში ქალების წილი საკმაოდ მცირეა - ასეულში მხოლოდ 12 ქალბატონი მოხვდა. თუმცა, მათი გავლენა ისეთ სტრატეგიულ სფეროებზე, როგორიცაა ნავთობტერმინალები, მშენებლობა, რითეილი და განათლება, შთამბეჭდავია.
ქალბატონების სიას ყველასათვის ცნობილი სახე, მაკა ასათიანი ხსნის, რომელიც რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.
სიაში ყველაზე ასაკოვანი წევრი 90 წლის ლაურა ლარიონია, ხატია გოგლიძე კი ერთადერთი რეიტინგში, რომლის მილიონების წყაროდაც განათლების სფეროა მითითებული.
ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ყველაზე მდიდარი ქართველი ქალები?მე-12 ადგილი - მაკა ასათიანი - 806,56 მლ. ლარი.
მაკა ასათიანი და მისი ოჯახი ფლობენ "მერსედეს-ბენც ჯორჯიას“. გარდა ავტოინდუსტრიისა, ის მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკაშიც - კომპანია "თრეიდ სთოუნ იბერიას“ მეშვეობით ის ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორი კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია.
22-ე ადგილი ნანა აროშიძე - 496,37 მლ. ლარი
ის ქალებს შორის მეორე ადგილზეა და სამშენებლო გიგანტის, "ანაგის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს დაარსდა, დღეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია.
47-ე ადგილს იკავებს დალი ურუშაძე - მისი ქონება 242,99 მლ. ლარად არის შეფასებულიდალი ურუშაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესის“ სრული მფლობელია. მისი ბიზნესი 56 ფილიალს აერთიანებს და ფინანსურ სექტორში ქალების მიერ მართული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია.
59-ე ადგილს დასჯერდა ნინო ბრეგვაძე, 173,51 მლ. ლარითის პოპულარული სუპერმარკეტების ქსელის, "ევროპროდუქტის“ 50%-იან წილს ფლობს. კომპანია, რომელმაც ევროპული პროდუქტების იმპორტით დაიწყო, დღეს უკვე 40 ფილიალს მართავს.
66-ე ადგილზე გავიდა ნანა ჯანაშია, 150,42 მლ. ლარითნანა ჯანაშია ფლობს 19%-ს კომპანია "ბეთლაივში“. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმა აზარტული თამაშების ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ონლაინტოტალიზატორისა და კაზინოს სერვისებს სთავაზობს. ის 44 წლისაა და ქალბატონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა რეიტინგში.
75-ე ადგილზე გასულ ლაურა ლარიონის ქონება 121,56 მლ. ლარიაქალბატონი ლაურა Forbes-ის სიის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელია – ის 90 წლისაა. ის ფლობს 38%-ს კომპანია "პეის ჯორჯიაში“ (Pace Georgia). ეს კომპანია 1993 წლიდან ოპერირებს და ფოთის პორტში ტვირთების გადაზიდვასა და მართვას ახორციელებს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული სფეროა.
79-ე ადგილოსანი თალიკო ცირეკიძე 116,53 მლ. ლარის მფლობელია86 წლის თალიკო ცირეკიძე "ნიკორას“ აქციების 10%-ს ფლობს. "ნიკორა“ დღეს საქართველოს უმსხვილესი სასურსათო ქსელია, რომელიც აერთიანებს ბრენდებს: "ლიბრე“, "ნუგეში“ და საკუთარი წარმოების ხორცპროდუქტებს. რეიტინგის მიხედვით, ეს ქვეყნის მე-4 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა.
84-ე ადგილზე მოხვდა ხატია გოგლიძე, მისი ქონება 106,11 მლ. ლარიახატია გოგლიძე სიაში ერთადერთი ქალია, რომლის ქონების წყაროდ განათლების სფერო სახელდება. ის ფლობს "კავკასიის უნივერსიტეტის“ აქციების 93%-ს და არის ამავე სასწავლებლის ვიცე-პრეზიდენტი. უნივერსიტეტი 1998 წელს მისმა მეუღლემ, კახა შენგელიამ დააარსა. ნახეთ კვლევა სრულად