როგორ ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას? - "ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ვიდეო არ გამეზიარებინა"
წლების წინ, როდესაც ლალი მაროშკინამ თაკო ფხაკაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ყელის არეში ჩანგალი დაარტყა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ ფაქტზე საუბრისას უნებლიე შეცდომა დაუშვა - მან სიტყვა "არტერია“ "არტილერიით“ ჩაანაცვლა. ეს ერთი შეცდომა წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური ბულინგის საფუძველი გახდა, რამაც, როგორც თავად ამბობს, მძიმე მენტალური ტრავმა დაუტოვა.
დღეს, როდესაც საზოგადოება თამარ ბაგრატიონის გამოსვლას განიხილავს, ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ გამოცდილებას იხსენებს და განმარტავს, თუ რატომ არ სურს სხვისი შეცდომების ტირაჟირებაში მონაწილეობა. ის პარალელს ავლებს საკუთარ და შვილის შემთხვევებთან და საუბრობს იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც დღეს ის ადამიანები აწესებენ, ვინც თავის დროზე თავად იყვნენ დაუნდობელი კამპანიებისა თუ დეზინფორმაციის ავტორები.