loader

მიხეილ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის პირველი კომენტარი - რას ამბობს გლობალური სამიტის დასრულების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის პირველი კომენტარი - რას ამბობს გლობალური სამიტის დასრულების შემდეგ?

"დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს"- თქვა მიხეილ ყაველაშვილის ცოლმა, თამარ ბაგრატიონმა.

როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა გლობალურად მნიშვნელოვანი.

„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავის ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

24 მარტს თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.