loader

"პროცედურა 20 წუთს გაგრძელდა, მასთან ბოლო წუთამდე დედა იყო" - 25 წლის გოგონამ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პროცედურა 20 წუთს გაგრძელდა, მასთან ბოლო წუთამდე დედა იყო" - 25 წლის გოგონამ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ეს­პა­ნეთ­ში, ბარ­სე­ლო­ნას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში, 25 წლის ნო­ე­ლია კას­ტი­ლო რა­მოს­მა ევ­თა­ნა­ზი­ის გზით სი­ცო­ცხლე და­ას­რუ­ლა. გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტრავ­მებს ებ­რძო­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა.

ტრა­გი­კუ­ლი წარ­სუ­ლი და სა­ბე­დის­წე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

ნო­ე­ლი­ას ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ აი­რია, რაც ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. 13 წლის ასა­კი­დან ის უკვე ფსი­ქი­ატ­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნამ ორი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­და­ი­ტა­ნა, მათ­გან ბოლო - ღა­მის კლუბ­ში სამი ბი­ჭის მიერ ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა იყო.

ამ შემ­ზა­რავ­მა შემ­თხვე­ვამ ნო­ე­ლია ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო. 2022 წელს მან თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, რის შე­დე­გა­დაც ხერ­ხე­მა­ლი მძი­მედ და­უ­ზი­ან­და და პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა. მას შემ­დეგ ის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და გა­უძ­ლო ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებს, რა­საც ერ­თო­და მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - პი­როვ­ნუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და ობ­სე­სი­ურ-კომ­პულ­სი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა.

„ევ­თა­ნა­ზი­ის მო­თხოვ­ნამ­დე ჩემს სამ­ყა­როს მხო­ლოდ შავ ფე­რებ­ში ვხე­დავ­დი. არ მქონ­და მიზ­ნე­ბი. ყო­ველ­თვის მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, არა­ვის ეს­მო­და ჩემი,“ - გა­ნა­ცხა­და ნო­ე­ლი­ამ სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ბრძო­ლა სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბის­თვის

ნო­ე­ლი­ას მამა, ხე­რო­ნი­მოს კას­ტი­ლო, ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და სა­სა­მარ­თლოს გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მას მხარს უჭერ­და ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი „ქრის­ტი­ა­ნი იუ­რის­ტე­ბი“, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ გო­გო­ნას ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს უშ­ლი­და გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ნო­ე­ლი­ას გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი „ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი“ იყო და მას ჰქონ­და უფ­ლე­ბა, ეს­პა­ნე­თის 2021 წლის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვად გა­ნე­კარ­გა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე. სა­ბო­ლოო ნე­ბარ­თვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლო­მაც გას­ცა.

უკა­ნას­კნე­ლი დამ­შვი­დო­ბე­ბა

სიკ­ვდი­ლის წინ ნო­ე­ლი­ამ ოჯახს სთხო­ვა, მას­თან და­მა­ტე­ბი­თი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. დე­და­მი­სი, იო­ლან­და რა­მო­სი, ბოლო წუ­თამ­დე შვი­ლის გვერ­დით იყო, თუმ­ცა აღი­ა­რებ­და, რომ ევ­თა­ნა­ზი­ას არ ეთან­ხმე­ბო­და. განაგრძეთ კითხვა>>>