"ეს რომ პოპულიზმისთვის არ გაუკეთებია მოწმობს ის, რომ აქედან გავიდა 17 წელი და ამ ისტორიას პირველად კითხულობთ" - რას წერს ისტორიკოსი ბექა კობახიძე მეუფე ისაიაზე?
"მიშას დროს, როგორც უმრავლეს მეუფეებს, მასაც აჩუქეს "პრადო"... გაყიდა და იყიდა 3000-დოლარიანი ჯიპი და იმ ფულით ნიქოზის სკოლას ავტობუსი უყიდა" - მეუფე ისაიას შესახებ ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს რომ პოპულიზმისთვის არ გაუკეთებია მეუფე ისაიას მოწმობს ის, რომ აქედან გავიდა 17 წელი და ამ ისტორიას პირველად კითხულობთ.
"ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია მეუფე ისაიაზე, როგორც თვითმხილველს. ნელ-ნელა ვიტყვი ალბათ.
ერთი მათგანი:
როგორც უმრავლეს მეუფეებს, მიშას დროს მასაც აჩუქეს" პრადო". გაყიდა ეს "პრა" და იყიდა 3000-დოლარიანი ჯიპი, ისიც იმიტომ რომ მისი ეპარქიისადმი დაქვემდებარებული მონასტრები მთებში და მიუვალ გზებზეა. არაგვისა და ქსნის ხეობების გამყოფ ქედზე, ზედ საოკუპაციო ხაზზე არის სამების მონასტერი, სადაც ერთი ბერი ცხოვრობდა. მეუფე ისაიამ წაგვიყვანა ამ მონასტერში თავისი დაჩაჩანაკებული მანქანით. გზაში წყალი აუდუღდა, ძლივს ავედით.
რატომ გაყიდა "პრადოს" ჯიპი? - ნიქოზის სკოლას ავტობუსი უყიდა.
ეს რომ პოპულიზმისთვის არ გაუკეთებია მოწმობს ის, რომ აქედან გავიდა 17 წელი და ამ ისტორიას პირველად კითხულობთ.
ბევრ სხვასაც მოვყვები, რაც ამ ადამიანში დაგარწმუნებთ" - წერს ბექა კობახიძე.