უიმბლდონის პირველი დღის ფავორიტები - შარაპოვა, ფედერერი და ჯოკოვიჩი
25 ივნისს ლონდონში უიმბლდონის ტურნირი დაიწყო. დღის სენსაციად ვენუს ვილიამსის გამოვარდნა გახდა, რომელიც ორ სეტში ანგარიშით 1:6, 3:6 დამარცხდა რუს ელენა ვესნინასთან.
მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგნებმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და მარია შარაპოვამ თავიანთ მეტოქეებს ადვილად მოუგეს. სერბმა ესპანელი ხუან კარლოს ფერერო ანგარიშით 6:3, 6:3, 6:1 დაამარცხა, ხოლო შარაპოვამ ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ანასტასია როდიონოვას ანგარიშით 6:2, 6:3 მოუგო.
შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ასევე ძალიან ადვილად დაამარცხა ესპანელი ალბერტ რამოსი ანგარიშით 6:1, 6:1, 6:1, ხოლო ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა სერბ ელენა იანკოვიჩს 6:2, 6:4 მოუგო.
აქვე აღსანიშნავია, რომ ქართველმა ანა ტატიშვილმა ტაილანდელი ტამარინე ტანასუგარნი ორ სეტში 6:4, 6:2 დაამარცხა.