loader

"მსოფლიო პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს" - რუსეთის დაზვერვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსოფლიო პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს" - რუსეთის დაზვერვა

რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქი ბარ­თლო­მე­ო­სი "აგ­რძე­ლებს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მზაკ­ვრუ­ლი ხა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ამ­ჯე­რად აპი­რებს ისარ­გებ­ლოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ზე თა­ვი­სი გავ­ლე­ნა გა­აძ­ლი­ე­როს“.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს სურს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­წი­ნა­ურ­დეს კან­დი­და­ტი, რო­მელ­საც და­ეყ­რდნო­ბა."ფა­ნა­რი­ოტს ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ისე­თი წარ­მო­მად­გენ­ლის და­წი­ნა­უ­რე­ბა სურს, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბა­საც შეძ­ლებს. ბარ­თლო­მე­ო­სი ამ რო­ლის­თვის კან­დი­და­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლავს და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მიტ­რო­პო­ლიტ აბ­რა­ამს (გარ­მე­ლია) და ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ გრი­გოლს (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი).

ის მათ თა­ვის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც მისი ნე­ბის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რის შემ­სრუ­ლებ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.