loader

“აშშ-ში ჩვენ ჩავ­დი­ვართ ერთი მი­ზე­ზით - მივ­ცეთ ჩვე­ნი გეგ­მა, რო­გორ ვცვლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორ ვა­მარ­ცხებთ რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე რე­ჟიმს სა­ქარ­თვე­ლო­ში“ - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აშშ-ში ჩვენ ჩავ­დი­ვართ ერთი მი­ზე­ზით - მივ­ცეთ ჩვე­ნი გეგ­მა, რო­გორ ვცვლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორ ვა­მარ­ცხებთ რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე რე­ჟიმს სა­ქარ­თვე­ლო­ში“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

“აშშ-ში ჩვენ ჩავ­დი­ვართ ერთი მი­ზე­ზით - მივ­ცეთ ჩვე­ნი გეგ­მა, რო­გორ ვცვლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორ ვა­მარ­ცხებთ რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე რე­ჟიმს სა­ქარ­თვე­ლო­ში,“ - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ “ოპო­ზი­ცი­ის ალი­ან­სი" აშშ-ში ვი­ზიტს გეგ­მავს.

“იგეგ­მე­ბა ვი­ზი­ტი, მა­ნამ­დე ვი­ზი­ტი გვექ­ნე­ბა ევ­რო­პა­ში ალი­ან­სის წევ­რებს, ალი­ან­სის სა­ხე­ლით. აშშ-ში ჩვენ ჩავ­დი­ვართ ერთი მი­ზე­ზით - მივ­ცეთ ჩვე­ნი გეგ­მა, რო­გორ ვცვლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­გორ ვა­მარ­ცხებთ რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე რე­ჟიმს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ იმარ­ჯვებს თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო მთელ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში",-გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან, მარ­კო რუ­ბი­ოს შო­რის გა­მარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რიც შე­ა­ფა­სა. თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ადას­ტუ­რებს, რომ აშშ-ის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი აქვს.

“სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირანს შო­რის უმოკ­ლე­სი მან­ძი­ლი არის 160 კმ. სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას ამ­ზა­დებს აშშ, თბი­ლი­სი­დან 1000 კი­ლო­მეტრშია თე­ი­რა­ნი. ეს ზარი არის კარ­გი. ნიშ­ნავს იმას, რომ აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ არ­სე­ბობს, ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს შე­ვარ­დნა­ძის დროს რო­გორ და­ი­წყო წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა და ამას ძა­ლი­ან მალე მოჰ­ყვა ცვლი­ლე­ბა, იგი­ვე მოხ­დე­ბა აქაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მარ­ცხი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, არა­მედ მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ჯვე­ბა და ამ გა­მარ­ჯვე­ბას ჩვენ ერ­თად ვი­ზე­ი­მებთ",-გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის მი­მართ ახა­ლი ბრა­ლის წარ­დგე­ნაც შე­ა­ფა­სა.

“ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მო­იქ­ცა. მე ის ნამ­დვი­ლად მებ­რა­ლე­ბა იმის­თვის, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ჟი­მი გა­მო­ა­ტა­რებს, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ჩვენ­თან, ამ კამ­პა­ნი­ას­თან კავ­შირ­ში არ არის",-გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა