"რუსულმა საგარეო დაზვერვამ ნათლად გამოაჩინა მათთვის საშიში და არა სასურველი კანდიდატი" - რას წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
"რუსულმა საგარეო დაზვერვამ ნათლად გამოაჩინა მათთვის საშიში და არა სასურველი კანდიდატი. მიტროპოლიტი აბრაამი ნამდვილად ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის საგარეო იზოლაციიდან გამოყვანა. საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეკლესიის დამოუკიდებლობას ისეთი საფრთხე არ ჰქონია, როგორც დღეს, და მიუხედავად, საპატრიარქო კანდიდატის, ასაკობრივი შეზღუდვისა მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია არის ის კანდიდატი, რომელიც შეძლებს სინოდის და სრულიად ეკლესიის საგარეო თუ საშინაო წარმართვას. უხუცესი პატრიარქის გზის გაგრძელებას, ისევ უხუცესი პატრიარქი შეძლებს. მიტროპოლიტ აბრაამს აქვს ცოდნაც და უნიკალური ნიჭიც ადმინისტრაციული მართვის. უსაფუძვლო ნამდვილად არ არის რუსეთის სახელმწიფოს თუ ეკლესიის შიში" - წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში.
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა და დაწერა, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სურს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ გავლენას დაუმორჩილოს და პატრიარქობის კანდიდატებად მიტროპოლიტებს, აბრაამ გარმელიასა და გრიგოლ ბერბიჭაშვილს ლობირებს.