"ვიცი, რომ საზოგადოება ძალიან ელოდება ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას... გეტყვით, რა ეტაპზე ვართ" - რას ამბობს კახა კალაძე ტრამვაის ხაზის პროექტზე?
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, „უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება“.