loader

ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

1-ელი აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრით ძვირდება. ცვლილება შეეხება, როგორც მოსახლეობას ასევე ბიზნესს, რადგან იზრდება ელექტროენერგიის, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.

2026 წლის 1-ლი აპრილიდან, პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით, აიკრძალება პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.

დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება - 2026 წლის 1-ლი აპრილიდან დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება. კერძოდ, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი იქნება.

1-ელი აპრილიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იზრდება. ვიზიტორებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ბილეთის ფასები 3-დან 20 ლარის ფარგლებში გაძვირებული დახვდებათ.

1-ელი აპრილიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები ამოქმედდება - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების მიზანი კონტროლის გამკაცრება, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციაა. უწყების ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის - არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის - არაუმეტეს 30 დღის მარაგით.

განაგრძეთ კითხვა>>>>