"ეს წუთია მივიღე ვიდეო, აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას" - რა ვიდეოს აქვეყნებს თამაზ ელიზბარაშვილი?
"ეს წუთია გორიდან მივიღე ვიდეო. გორის სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც იშვიათად თუ ჩართავდნენ კრემატორიუმის ღუმელს, მას შემდეგ რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას.
ეხლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმელიდან კვამლი არ გაჩერებულა.
არ მინდა ვიფიქრო, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს.
კატეგორიულად მოვითხოვთ გორის სახელმწიფო თავშესაფარისაგან პასუხს: რა ხდება თქვენთან? დღევანდელ დღემდე ასე აგუგუნებული არასდროს ყოფილა კრემატორიუმის ღუმელი და სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანების თქვენთან შემოსვლის შემდეგ რატომ აგუგუნეთ ღუმელი?" - ამის შესახებ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.