loader

რას აცხადებენ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში, გავრცელებულ ინფორმაციაზე მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებენ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში, გავრცელებულ ინფორმაციაზე მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვასთან დაკავშირებით?

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვა სიმართლეს არ შეესაბამება.

"სიცრუეა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ. კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად. ყველას

მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან,"- აცხადებენ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში.