ცნობილია, ვინ არის 23 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, 23 წლის ბიჭი - ლევან ღვინიაშვილი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრია და ის ბოლო წლებში, თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.