ავღანეთში კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა
ავღანეთში 32-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანი, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.
აფეთქების შედეგად დაჭრილები არიან კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. დაჭრილები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გიორგი ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის.
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა უკვე ექვსამდე გაიზარდა. იქ დაიღუპნენ: მუხრან შუკვანი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი.
31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი 2010 6 სექტემბერს დაიღუპა; ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.