loader

როგორ ეხმაურება ნიკოლოზ რაჭველი ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება ნიკოლოზ რაჭველი ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს?

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ ქსელში "გარდენია შევარდნაძის" დამფუძნებლის, ზურაბ შევარდნაძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.

ცნობისთვის, ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე ყო­ფი­ლმა თა­ნამ­შრო­მე­ლმა შე­უ­რა­ცხყო­ფის მიყენებაში დაადანაშაულა.

"ზურა შევარდნაძე უნიკალურია! გენიოსი თავის საქმეში, შრომაში და მიზანდასახულობაში, რამაც მოუტანა წარმატება არა მხოლოდ მას, არამედ მის ასობით დასაქმებულს ჩვენს ქალაქში!

მაგრამ რატომ მოეთხოვება მას იყოს უნაკლო?

ოპერაცია “მადონას” მეც ეჭვის თვალით ვუყურებ… ჰოდა ერთი ჭეშმარიტებაა ამ ისტორიაში:

ჩვენ, ადამიანებს, მოძმეებს, ქართველებს, მართლა გვჭირდება დაფიქრება, რომ არ გავხდეთ სასტიკები! ჩემი ძვირფასი მეგობრის მიმართ განხორციელდა კლასიკური ბულინგი, რუსული სტილით! ზურასთან ერთად რუსთაველზე აქციებზეც ვმდგარვარ, მის ბაღში კონცერტებიც გამიმართავს, პრობლემებით დამძიმებულს მისთვის რჩევისთვისაც მიმიმართავს… ძალიან მინდა შევეშვათ ასეთ გამეტებას, ვისაც გვინდა ავიდეთ ხოლმე მის მიერ შექმნილ სამოთხეში და ვინც იქ ისედაც არ დადის დაანებოს მას თავი! რით დაიმსახურა თუნდაც მისმა დედამ ასეთი ნერვიულობა?! რატომ ვაძლევთ საკურთარ თავს საჯარო გამეტების უფლებას?

კი ბატონო, ჩემი საყვარელი ზურა ყველა სიკეთესთან ერთად გადარეულიც არის მაგრამ ასეთი «გიჟობის» გარეშე იშვიათად იქმნება რაიმე ახალი და მაგარი, ჰოდა ჩვენმა ზურამ შექმნა! ეგ ხომ უტყუარი ფაქტია!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.