loader

"დედასთან ერთად გაზის აფეთქების დროს დაშავდა, ბავშვის პატარა გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა" - თბილისის N85 სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედასთან ერთად გაზის აფეთქების დროს დაშავდა, ბავშვის პატარა გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა" - თბილისის N85 სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის N85 სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პირვლეკლასელი მანანა მეგრელიშვილი გარდაიცვალა.

"სსიპ-ქალაქ თბილისის N85 სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის პირველკლასელი მოსწავლის მანანა მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო.

პატარა მანანა დიდი სიხარულით, ოცნებებითა და გაცისკროვნებული თვალებით მორბოდა 15 სექტემბერს სკოლაში, მაგრამ ეს სასწავლო წელი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მანანა და მისი დედა გაზის აფეთქების დროს დაშავდნენ, ბავშვის პატარა გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა.

სასკოლო საზოგადოება ვუსამძიმრებთ მანანას ოჯახს, ახლობლებს ამ უდიდეს ტრაგედიას. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი პატარა ანგელოზს!" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.