ტრაგედია თბილისში - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ზაჰესში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია.
"სიტყვები უძლურია ამ ტკივილის წინაშე... ვიზიარებ ამ უმძიმეს ტრაგედიას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილთა ოჯახების, მეგობრების და ახლობლების მიმართ. სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.... გასულ წელს შექმნეს ოჯახი" - წერენ გარდაცვლილთა ახლობლები.