loader

ვაზისუბნის დასახლებაში ადამიანი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაზისუბნის დასახლებაში ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.