loader

"ვიცი, რასაც ახლა დავწერ, ამის უფლება არ აქვს რიგით მოქალაქეს... არ მეშინია, უკან არ ვიხევ და ვამბობ და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი, რომ სწორია!" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი, რასაც ახლა დავწერ, ამის უფლება არ აქვს რიგით მოქალაქეს... არ მეშინია, უკან არ ვიხევ და ვამბობ და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი, რომ სწორია!" - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"მე ვიცი, რასაც ახლა დავწერ, ამის უფლება არ აქვს რიგით მოქალაქეს. არასდროს გადამიჭარბებია ჩემი უფლებებისთვის, როცა რიგითი მოქალაქე ვიყავი! მე აღარ ვარ რიგითი მოქალაქე! მე ვარ უსამართლოდ, მიპარვით, სადისტურად მოკლული სპეტაკი, ჯანმრთელი, გენიოსი ახალგაზრდის, გიგა ავალიანის გამწარებული დედა! და ვცოცხლობ მხოლოდ გიგა ავალიანისთვის!

ჰო, და, მე გიგამ დამიტოვა განუსაზღვრელი უფლებები! ამიტომ არ ვემორჩილები არავის და არაფერს! არ მეშინია, უკან არ ვიხევ და ვამბობ და ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი, რომ სწორია!!!!

ჰოოოო, და, გიგა ავალიანის მონიჭებული უფლებით, მადლობა უნდა გადავუხადო მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს! ვადები რომ არ დარღვეულიყო, მოსამართლემ ყოველ დღე ჩანიშნა პროცესები, შაბათ-კვირასაც კი! საბოლოო სიტყვის თქმისას ისე მისმინა 5 საათზე მეტ ხანს, წამით არ მოუდუნებია ყურადღება! როცა გიგას მკვლელობის ვიდეო გაუშვეს, მან გადაურჩინა გიგას დედა!

მადლობა უნდა გადავუხადო: გენერალურ პროკურორს - გიორგი გვარაკიძეს! ქალაქის მთავარ პროკურორს - გიორგი მიქაიას! ბატონი გვარაკიძის და ბატონი მიქაიას მოადგილეებს! საქმის პროკურორებს, ჭკვიან და პრინციპულ — ლევან ვეფხვაძეს და ქეთი სონიძეს!

მკვლელობის განყოფილების გამომძიებლებს, რომლებიც, პირდაპირი გაგებით, დღეს და ღამეს ასწორებდნენ! ჩემს ადვოკატებს - ზაზა ხატიაშვილს, დარეჯან სულაშვილს, თამარ ავალიანს!

მის უდიდებულესობას, საქართველოს გულანთებულ მოსახლეობას! გეთაყვანებით ყველას!

როგორ მომიკლეს ჩემი უდანაშაულო შვილი! ჩემი ჭკვიანი შვილი! ჩემი დაღლილი შვილი! ჩემი მშიერი შვილი! ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იმ დღეს იყო და არ დააღამებინეს!!!! ვიქნები ბოლომდე დაუნდობელი!!! ყველა, გამონაკლისის გარეშე, აგებს პასუხს!" - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

რაც შეეხება სასჯელს, მისი განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რამდენი წლის გატარება მოუწევთ არასრულწლოვანებს პენიტენციურ დაწესებულებაში.