ვრცელდება სააკაშვილსა და ნოღაიდელს შორის მომხდარი დაპირისპირების კადრები სასამართლოდან
პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელს, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.
სააკაშვილმა ნოღაიდელს სხვა რამდენიმე კითხვითაც მიმართა, მათ შორის კითხვა ეხებოდა სახლს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს, ასევე, ბადრი პატარკაციშვილისა და მისი გარემოცვის რუსეთთან კავშირებს.
ვიდეო: "ტვ პირველი"