მერაბ სეფაშვილის მეუღლის ვიდეო არქივიდან - "მერაბი ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულეა"
"სანამ გავყვებოდი მერაბს ცოლად, გაგონილი მქონდა, რომ ხელოვან ადამიანთან ერთად ცხოვრება არ იყო იოლი, თუმცა მე არ ვართულებ... - მერაბი მოსიყვარულეა და აბალანსებს..." - ვიდეო არქივიდან, 2008 წლის გადაცემა "პროექციის" ფრაგმენტი.
ცნობისთვის, მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯურხაძე მიმდინარე წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. როგორც ambebi.ge-ს პროდიუსერმა, გია გოგორიშვილმა განუცხადა, ნინო ჯურხაძე სიმსივნეს ებრძოდა. მისივე თქმით, ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
"ინსულტი ჰქონდა, კი, და ხომ იცით, ინსულტი როგორც არის - სტანდარტულად მძიმე დაავადებაა, მაგრამ თავის ფეხით გადაადგილდებოდა, მეტყველება ცოტა უჭირდა, მაგრამ მერე აღმოაჩნდა სიმსივნე თავში. ინსულტით კი არ გარდაიცვალა, აი, ამ სიმსივნით" - ამბობს გია გოგორიშვილი.