"ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ეროტიკაა "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით?" - რა გამოხმაურება მოჰყვა რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლს?
მიმდინარე წლის 6 აპრილს, რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის" პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.
სპექტაკლს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა.
"ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ეროტიკაა "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით?
არ უნდა შეეხო ვეფხისტყაოსანს არა!
ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს. მე რაც ვნახე აქ გაზიარებული, არ მომეწონა...
არ მითხრათ ახლა, რომ ეს "ვეფხისტყაოსანია".ღმერთო გვიშველე!
მე მომეწონა...
რუსთაველი რუსთაველს აღარ გავს და თეატრი თეატრს..." - წერენ სოციალურ ქსელში
ვიდეო: მანანა მაისურაძე