loader

"ძლიერი საქართველო - ლელოს" საგანგებო განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძლიერი საქართველო - ლელოს" საგანგებო განცხადება

ანაკლიის პორტს შეუძლია, ითამაშოს გარდამტეხი როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისათვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს - როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, “ქართული ოცნების” დეკლარირებულად „იზოლაციონისტური და მასზე დაყრდნობილი ანტიეროვნული, ანტიდასავლური“ პოლიტიკა, საქართველოს საფრთხის წინაშე აყენებს.