loader

რას ამბობს კულტურის მინისტრი რობერტ სტურუას სკანდალურ სპექტაკლზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კულტურის მინისტრი რობერტ სტურუას სკანდალურ სპექტაკლზე?

კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე რობერტ სტურუას სპექტაკლს ეხმაურება.

"ეს შესანიშნავი სპექტაკლი ბატონი რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე კონტექსტში მასშტაბურად გადააზრებისა და სათანადო დონეზე წარმოჩენისთვის. მადლობას ვუხდი შემოქმედებით გუნდს.

სასიხარულოა, რომ მომავალში "ვეფხისტყაოსნის" შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ"- განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ რობერტ სტურუას სპექტაკლზე საუბრისას.

ცნობისთვის 5 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრაგმენტები სპექტაკლიდან, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.