როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე რობერტ სტურუას სკანდალურ სპექტაკლს?
"ძალიან დამაინტერესა ვეფხისტყაოსნის დადგმამ, რომლის გავრცელებული ფრაგმენტების მიხედვით ჟანრი, სტილი, ფორმა არცერთ მოლოდინს არ დაემთხვა, რაც იმ მაყურებელს შეიძლებოდა ჰქონოდა, რომელსაც ხელოვნების არსი მხოლოდ მაშინ "ესმის", თუ "გაგება" ნებადართული ან
მიზანშეწონილია და შემდეგ ამის მიხედვით ან ხორხოცებს, ან მრისხანებს, ან აღტაცებულია, ხშირად იმის მიუხედავადაც, უნახავს სპექტაკლი თუ არა. სპექტაკლი ჯერ არ მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს, იმდენად თამამია და იმდენად "სკანდალური", რომ ახლახან სითამამისთვის "დახვრეტილ" ახალგაზრდა რეჟისორებს "მკვდრეთით აღადგენს" - წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.
5 აპრილს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნამდვილი კულტურული აფეთქება მოხდა - რობერტ სტურუამ მაყურებელს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის საკუთარი ხედვა წარუდგინა. სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) ქართული თეატრის ლეგენდის, სანდრო ახმეტელის 140-ე წლისთავს ეძღვნება.