loader

რა ღირს 1 გრამი ოქრო ამ დროისთვის საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ღირს 1 გრამი ოქრო ამ დროისთვის საქართველოში?

რამდენიმედღიანი სტაბილურობის შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა კვლავ მატება დაიწყო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 803 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.08%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 76.76 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 6.61%-ით გაზრდილი ფასია.

რა ღირს 1 გრამი ოქრო დ­ა ვერცხლი საქართველოში

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურ ნიშნულზეა. 1 გრამი 999 სინჯის ფასი 411 ლარია, 750-სინჯიანი - 308 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 240ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 6.88 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.50 ლარად არის შესაძლებელი.

წყარო: IPN