სალომე შარვაძე სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკიდან კადრებს ავრცელებს - რისი ოპერაცია გაიკეთა "ჩცდ"-ს მსახიობმა?
მსახიობმა სალომე შარვაძემ ფეხის ოპერაცია გაიკეთა.
"დღეს ვემშვიდობები ჩემს ფეხში ჩადგმულ ჭანჭიკებსა და პლატინას. „ერთი წლისა და რვა თვის მანძილზე, ყოველდღე ვიღებდი პატარა გადაწყვეტილებას, რომ არ დავნებებულიყავი - და აი, ასეთია შედეგი - დიდი გამარჯვება.
ეს ყველაფერი მარტო არ გამიკეთებია, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ ამ ყველაფრის გადატანაში", - წერს სალომე შარვაძე.
ცნობისთვის, სალომე შარვაძე ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ 2 წლის წინ წერდა, როგორც ცნობილია, მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
“თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე ფეხის მოტეხილობის და ურთულესი ოპერაციის შემდეგ. ეს იყო ერთი ურთულესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში - ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც...“ - ამბობდა სალომე.