"9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება" - მეუფე შიო
უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება - თუ ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.