"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რობიკო სტურუას სპექტაკლს... გულწრფელად ვიტყვი..." - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე არჩილ ბერიძე
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ - მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ დიდი შემოქმედების გზა. „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლი არის ქართული იდენტობის, სულისა და კულტურის მეხსიერების საოცარი აღდგენა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.