ცუდი ამბავი მგზავრებისთვის - ავიაბილეთები მკვეთრად ძვირდება, ავიაკომპანიები ფრენების შემცირებაზე ალაპარაკდნენ
მსოფლიო ავიაციის სექტორი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ურთულეს ენერგეტიკულ შოკს განიცდის - ბოლოდროინდელი საწვავის კრიზისისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მსხვილი ავიაკომპანიები მათ შორის Ryanair, Lufthansa უკვე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - გეგმავენ მარშრუტების ოპტიმიზაციასა და ქსელის შემცირებას. როგორც Reuters-ი წერს, საჰაერო გადამყვანები იძულებულები ხდებიან, გაზარდონ ტარიფები, შემოიღონ დამატებითი მოსაკრებელი და გადახედონ ფინანსურ პროგნოზებს.
ექსპერტების შეფასებით, კრიზისის მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, რომელმაც ნავთობის მიწოდების ჯაჭვები მნიშვნელოვნად შეაფერხა და საავიაციო საწვავის ფასები მკვეთრად გაზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, Lufthansa აცხადებს, რომ საწვავის დეფიციტის გაღრმავების შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე ათეული თვითმფრინავის დროებით მიწაზე დაყენებაც კი მოუწიოს. კომპანია უკვე ამუშავებს სცენარებს, რაც რეისების 2.5–5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. განაგრძეთ კითხვა>>>