loader

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

"ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - აღნიშნულია განცხადებაში.