"ასეთი მდგომარეობაა! აუზის მშენებლობა არ გეგონოთ, კორპუსი შენდება" - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან?
"თბილისი - დიდი დიღომი IV მკ/რნ 29-ე კორპუსთან ასეთი მდგომარეობაა!
აუზის მშენებლობა არ გეგონოთ, კორპუსი შენდება !
მოსახლეობას პრობლემა შეექმნა არსებული დაჭაობების გამო გაჩენილი კოღოების და სუნის გამო!
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.