"დამცინოდნენ, დიდუბეში რა გინდაო კორნელის უნივერსიტეტის დოქტორსო" - რას წერს ანა დოლიძე?
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"დიახ ჩვენი საქმეა ხალხთან ერთად ყოფნა, როცა მას ჭირდება სემეკში, ბაზარში, გორის თავშესაფარში თუ წყალდიდობის დროს.
ბოლო კამათი სწორედ იმიტომ მქონდა წინა
კვირას ტელევიზიაში რომ ღიად ვთქვი სიმართლე, რომ ჩვენი პოლიტიკოსები არ გამოდიან კაბინეტებიდან და არ ესაუბრებიან ხალხს. ეს ახლა არ დაწყებულა, ამას ვამბობ წლებია და ვამბობ რომ ჩემი საქმეა ზუსტად იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელიც არ აქტიურობს. ეს არ მოეწონა ვიღაცეებს. ახლა კი იგივე საყვედური პოლიტიკოსების მიმართ გახშირდა სოცქსელებში.
მადიარი არ იყო საჭირო რომ ვინმეს დაენახა ეს პრობლემა და გაეაზრებინა. წლებია ამას ვამბობ და ვაკეთებ. აცდენილია პოლიტიკური ელიტა და მედია ქართველ ხალხს. მე ჩემ საქმედ ყოველთვის მიმაჩნდა და ყოველთვის ვიყავი ხალხის გვერდზე. უნგრეთში კი არა, აქ საქართველოში.
ამაზე დამცინოდნენ, დიდუბეში რა გინდაო კორნელის უნივერსიტეტის დოქტორსო- ეს არის მათი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. 2020 წლის ამბავია ეს, უახლესი არაფერია, ჩამოყალიბებული დამოკიდებულებაა წლებია.
ეს სწორედ რომ ქართველი ამომრჩევლის, დიდუბელის თუ ჩუღურეთელის თუ ლაგოდეხელის დაცინვა იყო. თუ სტიპენდიები მოიგე, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლე, რა გინდა დიდუბეშიო- ეს თქვა ერთმა და აიტაცა ბევრმა და აქ კარგად ჩანს ის სნობიზმი და კლასობრივი შოვინიზმი რაც პოლიტიკურ წრეებში ბევრს (არა ყველას) აქვს.
ესაა დამარცხების ფორმულა. ამას ვამბობ დიდი ხანია. ვინც იზიარებთ ამ ჩემს მიდგომას, არჩევანი ჩემია. აგერ ვართ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და მოვიაროთ მთა და ბარი, მივიდეთ ყველა სოფელში, ყველა უბანში.
ჩვენია ეს ქვეყანა! მომავალიც ჩვენია.
ქართველებმა გვერდში დგომა რომ ვიცით, ძალიან ცოტა მინახავს ასეთი ხალხი. ცეცხლში შევვარდებით სხვისი გულისთვის, უბრალოდ მხოლოდ ეკრანიდან თუ დაელაპარაკები, რომ
მარტო შენ ელაპარაკო და იმან ვერაფერი გიპასუხოს, მერე ბრიუსელიდან ჩაერთვები და მას რომ დღეს უჭირს იმაზე მთელი წელი არაფერს იტყვი, მერე ეტყვი კარგ, განათლებულ კადრს დიდუბეში რა უნდაო, არ იმეგობრებენ შენთან. შედეგიც სახეზე იქნება.
გამოცდილება - ჭკუა და სინდისი სჭირდება." - წერს ანა დოლიძე.