"წუთში მოხდა ყველაფერი, აგერაა მიცვალებული და აქ მოხდა, კაცს სისხლი ფანტანივით მოსდიოდა" - სისხლიანი შურისძიება პანაშვიდზე, რას ჰყვებიან თვითმხილველები?
სისხლიანი ანგარიშსწორება პანაშვიდზე - "პირველებმა" დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დეტალები გაარკვია. როგროც ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, 39 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე მივიდა, კორპუსთან მისი თანატოლი, 39 წლის პირი დახვდა და დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა, მას პირველადი დახმარება პანაშვიდზე მყოფმა სამხედრო პირმა გაუწია, შემდეგ კი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. 39 წლის კაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი დანაშაული მამაკაცებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.