loader

"ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს" - ცოტნე ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს" - ცოტნე ივანიშვილი

"ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რით მინ­და და­ვი­წყო. ჩემი აზ­რით, ყვე­ლას გვტკი­ვა, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ფაქ­ტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძა­ლა­დო­ბას და ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო.", - ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟ­მა, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აქ­ცი­ებ­ზე გა­მოვ­ლე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რით მინ­და და­ვი­წყო. ჩემი აზ­რით, ყვე­ლას გვტკი­ვა, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ფაქ­ტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძა­ლა­დო­ბას და ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო.მგო­ნია, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­დან სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი არის დის­კუ­სია, დე­ბა­ტი და ერ­თმა­ნე­თის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა, მაგ­რამ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ვე­სა­უბ­რე­ბით, ანუ მე­ო­რე მხა­რეს, გვა­ერ­თი­ა­ნებ­დეს ერთი სა­ერ­თო პოს­ტუ­ლა­ტი, ერთი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც, ჩემი აზ­რით, სამ­შობ­ლოს რე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია.

თუ ორი ადა­მი­ა­ნი ჭეშ­მა­რი­ტად ზრუ­ნავს თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე, რო­გორც არ უნდა გან­სხვავ­დე­ბო­დეს მათი აზრი, ჩემი აზ­რით, სა­უ­ბარს, დის­კუ­სი­ას, დე­ბატს, უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გის მო­ცე­მა შე­უძ­ლია. პი­რი­ქით, რო­დე­საც ადა­მი­ანს ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი ცუდი მოვ­ლე­ნა ახა­რებს და ქვეყ­ნის კარ­გი აუ­ბე­დუ­რებს, ასეთ ადა­მი­ან­თან სა­უ­ბარს აზრი არ აქვს, სამ­წუ­ხა­როდ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ გვა­ერ­თი­ა­ნებს ის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა - ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ მი­მაჩ­ნია, რომ დის­კუ­სია ან დე­ბა­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­წყე­ბუ­ლიც არ იყოს, დას­რულ­დეს "ქოცი", "რუსი", "აკა­ცუ­კი", "ნა­ცის" ძა­ხი­ლით, ერ­თმა­ნე­თის არ­გუ­მენ­ტის მოს­მე­ნის ნაც­ვლად", - თქვა ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა.