loader

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია თომას კვირას, კვირაცხოვლობას აღნიშნავს.

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. თანამსახურებდნენ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა." - აღნიშნულია ინფორმაციაში.

gdpd-1776623688.jfif