loader

რას წერენ ცნობილები ბერ ნარიმანზე, რომელიც ბინაში გარდაცვლილი ნახეს - "უამრავი სასწაული მაჩვენა ცხოვრებაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერენ ცნობილები ბერ ნარიმანზე, რომელიც ბინაში გარდაცვლილი ნახეს - "უამრავი სასწაული მაჩვენა ცხოვრებაში"

ბერი ნი­კო­ლოზ (ნა­რი­მა­ნი) მა­ქა­რაშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი 19 აპ­რილს იპო­ვეს. მისი ცხე­და­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან დღეს გა­მო­ას­ვე­ნეს. მრევ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ერთ-ერთ დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ცხედ­რის გა­მოს­ვე­ნე­ბის დროს, კორ­პუს­თან ისევ ხმა­უ­რი იყო. შეკ­რე­ბი­ლე­ბი პო­ლი­ცი­ას რო­გორც სი­ტყვი­ე­რად, ისე ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ისი­ნი ბე­რის ცხე­დარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ფო­ნი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და. ბერი ნი­კო­ლო­ზის ბი­ნის კარ­თან მუ­დამ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მისი მიმ­დევ­რე­ბი და მდუ­მა­რე ბე­რის­გან და­ლოც­ვას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და სა­დარ­ბა­ზო­ში შეკ­რე­ბი­ლი ჯგუ­ფი.

9 აპ­რი­ლის შემ­დეგ, ბერი ნი­კო­ლო­ზი ბი­ნი­დან არ გა­სუ­ლა. ბო­ლოს მას გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და და და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი იყო. ვრცელ­დე­ბა ვი­დეო კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ მი­სულ ექიმს მრევ­ლი ბე­რის ბი­ნა­ში არ უშ­ვებს.