loader

ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც ქორწილში, ახალგაზრდა კაცი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც ქორწილში, ახალგაზრდა კაცი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1992 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.-ნათქვამია ინფორმაციაში.