loader

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

შა­ბათს, 25 აპ­რილს, 40 დღე სრულ­დე­ბა, რაც მისი უწ­მინ­დე­სო­ბა და უნე­ტა­რე­სო­ბა ილია II ზეს­თა­სო­ფელს შე­უ­ერ­თდა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბით, ამ­ქვეყ­ნად აღ­სრუ­ლე­ბულ საქ­მე­თა მი­ხედ­ვით, მე-40 დღეს ხდე­ბა სუ­ლის დამ­კვიდ­რე­ბა იმ ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც აღარ შე­იც­ვლე­ბა მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე; მე­ო­რედ მოს­ვლი­სას კი ხე­ლახ­ლა მოხ­დე­ბა სა­ბო­ლოო ად­გი­ლის მი­კუთ­ვნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის­თვის მის სა­ხელ­ზე შემ­დეგ აღ­სრუ­ლე­ბულ სხვა სი­კე­თე­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.ასე რომ, მე-40 დღე ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ფაქ­ტია, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლო­ცუ­ლობს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის­თვის და ყვე­ლას სურს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­წი­ოს ჩვენს პატ­რი­არ­ქს.

გარ­და ლოც­ვი­სა, რა თქმა უნდა, სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც მრა­ვალ­გვა­რია; დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­გა­ლი­თად, მოყ­ვა­სი­სათ­ვის სი­კე­თის ქმნა. ამას­თან, შე­გახ­სე­ნებთ ილია II-ის ერთ სურ­ვილ­საც, რომ, ღვთის სა­დი­დებ­ლად, თუნ­დაც ერთი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა გა­მოგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა და მას სა­მუ­და­მოდ განვშო­რე­ბო­დით.

თუ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ამას ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის სა­ხელ­ზეც გა­ვა­კე­თებთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უფ­ლის რა­ო­დენ დიდი მად­ლი და წყა­ლო­ბა მო­ე­ფი­ნე­ბა ჩვენს ერს, რო­გორ გა­ვა­ხა­რებთ ამით მის უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას და რო­გო­რი დიდი შე­წევ­ნა იქ­ნე­ბა ეს (რო­გორც ჩვე­ნი, ისე) მისი სუ­ლის­თვის”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.