"ეს რა იყო?! სრული სიგიჟე" - რა გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას "ნანტთან" მატჩში?
საფრანგეთის ჩემპიონატის "ლიგა 1"-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც პსჟ "ნანტს" დაუპირისპირდა.
მატჩი შესანიშნავად ჩაატარა პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ - მან დუბლი მიითვალა. ჯერ მე-13 წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი, ხოლო შემდეგ 50-ე წუთზე, რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა და შთამბეჭდავი სოლო გოლი გაიტანა.პსჟ-დან თავი გამოიჩინა დეზირე დუემაც. საბოლოოდ პარიზელებმა "ნანტი" 3-0 დაამარცხეს.
ხვიჩას თამაშს აღფრთოვანებული ფანების კომენტარები მოჰყვა:"ეს ბიჭი უბრალოდ შეშლილია",
"მიეცით მას ოქროს ბურთი",
"უბრალოდ ცეკვავს მოედანზე",
"ასეთ ლამაზ ფეხბურთს ახლა არავინ თამაშობს"მ - წერენ ფანები.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 42 მატჩში 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.პსჟ "ლიგა1"-ში 66 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ "ლანსს“ 4 ქულით უსწრებს.

